ირაკლი ალასანია ხულოში მოსახლეობას შეხვდა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ხულოში მოსახლეობას შეხვდა. როგორც “თაიმერს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ალასანიას ადგილობრივმა მოსახელობამ არსებული პრობლემები პირადად გააცნო. ისინი გაზიფიკაციის და ბაგა-ბაღების პრობლემაზე საუბრობენ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შეხვედრაზე პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტია ხულოს მუნიციპალიტეტში მალე ოფისს გახსნის და მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის უფლებების დასაცავად სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გატარდება.
,,გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა მოსახლეობასთან. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ჩვენი შრომისუნარიანი ხალხის, დაახლოებით, 80% სხვა ქვეყანაში დადის, რათა დასაქმდეს. ჩვენ ვისაუბრეთ დასაქმების იმ პროგრამებზე, რომელიც შეიძლება, სახელმწიფოს და ბიზნესის მიერაც იქნას ხელშეწყობილი. ვისაუბრეთ ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივებს, საკუთარი რესურსი თვითონ განკარგონ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიშავნაბადაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაოთარ დანელიამ ამბასადორიალზე აგრარულ დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა