ირაკლი ალასანია: უმრავლესობაშიც იქნებიან ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ

alasania

საპარლამენტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” წევრების გადაყენება საინტერესო, ნიშანდობლივი პროცესი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
ალასანია გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის საგაზაფხულო სესიაზე საპარლემენტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
“დააყენონ, ეს მათი ნებაა. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო, ნიშანდობლივი პროცესი იქნება – ვინ დაუჭერს მხარს, ვინ – არა და გამოჩნდება, რეალურად რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება. ეს ჩვენ დიდს ვერაფერს დაგვაკლებს, უბრალოდ საინტერესო იქნება თვითონ როგორ წარმართავენ პოლიტიკურად კომიტეტებიდან გადაყენების პროცესებს”, – აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, ეს პროცესი დამოკიდებული იქნება, თავად უმრავლესობა რამდენად არის მზად აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად. ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ უმრავლესობაშიც იქნებიან ადამიანები, ვინც საკუთარი გუნდის ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გახდეს