ირაკლი ალასანია: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ასეთი სათურით აქვეყნებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს გამოცემა Мир и политика.
როგორც ალასანიამ ინტერვიუში აღნიშნა, არსებულ ვითარებაში უნდა მოიძებნოს შეხების ახალი წერტილები და ასეთი წერტილები ამ დროისთვის უკვე არის ეკონომიკა და კულტურა.
“ნდობის აღდგენის მინიმალური დონის შემდეგ შესაძლებელია საუბარი რაიმე სახის გარღვევაზე პოლიტიკაში. თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტკურ ურთიერთობებში ასეთი პროგრესი არ იქნება. კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ საქართველოს ტრანზიტულ მიმზიდველობაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ეს უფრო ინტერსიური უნდა გახდეს. ამასთან, რუსეთთან ყოველთვის უნდა იყოს საუბარი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციაზე”, -განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, სჯერა, რომ დროთა განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება, თუნდაც წლების შემდეგ.
“დღეს ჩვენა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არ გავიმეოროთ დაპირისპრება, განსაკუთრებით – საომარი”, -განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ირაკლი ალასანია და მისი პარტია “თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე რეიტინგის ზრდის დემონსტრირებას ახდენენ. სტატიის ავტორი წერს, რომ გასულ წელს “თავისუფალმა” დემოკრატებმა მმართველი კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.
“სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც თბილისში ეჭვქვეშ დასვეს მოლაპარაკებები, რომელსაც მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია პარიზში საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების თაობაზე. ამას დაემთხვა თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავება”,-წერს ინტერვიუს ავტორი.

banner
წინა სტატიაშირეზო ჩხეიძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდება
შემდეგი სტატიაან ბრასორი: სიძულვილი და შეუწყნარებლობა დემოკრატიულ სისტემას ძირს უთხრის