ირაკლი ალასანია – მთლიანად უნდა შეიცვალოს სამართალდამცავი სტრუქტურა

ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურა მთლიანად უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

“არ შეიძლება და საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ მხოლოდ ერთი ჭიკაიძის გაშვებით მთავრობიდან მთელი ბრალი შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ქვეყანაში გადააბრალონ ამ ერთ ადამიანს. ეს არის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა. ის, რომ ბოლო პერიოდში აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხალხი მართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და პროკურატურას, ეს, რა თქმა უნდა, არის ღარიბაშვილის პრობლემა და მისი დამსახურება. აქედან გამომდინარე, უნდა გაიზიაროს მანაც ეს პასუხისმგებლობა. ქვეყანაში მთლიანად უნდა შეიცვალოს სამართალდამცავი სტრუქტურა და პროკურატურა. ამის გამკეთებელი ეს მთავრობა არ ჩანს და აქედან გამომდინარე, ხალხსაც ეს განცდა აქვს. ეს ყველაფერი ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს და არა მხოლოდ ცალკეული მინისტრების გადაყენებას”, – განაცხადა ირაკლია ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავენ
შემდეგი სტატიავაზაგაშვილი სამებაში გადაასვენეს