ირაკლი ალასანია: მთავრობას არ აქვს უნარი ადეკვატურად იმოქმედოს

ირაკლი ალასანიამ ლარის გაუფასურებაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მთავრობას არ აქვს უნარი ადეკვატურად იმოქმედოს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა მთავრობას მიმართა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შეამცირონ, დაიწყონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკება გრძელვადიანი კრედიტების მისაღებად.

ალასანიას თქმით, ბიზნესს არასტაბილურობის განცდა აქვს. ოქტომბერში თავისუფალი დემოკრატები მთავრობისთვის საკუთარი გეგმის შეთავაზებას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: ბიძინას გადაწყვეტილებით მომცეს უფლება, ტელევიზორი მეყიდა, რაც ნიშნავს, რომ პატიმრობაში დამტოვებენ