ირაკლი ალასანია – ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

alasania-qarTuli-akademia_180ბორის ნემცოვის მკვლელობა გამოწვევა უნდა იყოს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“მინდა “თავისუფალი დემოკრატების” სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს და რუსეთის საზოგადოებას, რომლისთვისაც მისი ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მაგალითის მიმცემი იყო. სამწუხაროდ, დღევანდელი რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო კლავენ”, – აცხადებს ალასანია.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობა, ეს არ არის ერთი ადამიანის, ან თუნდაც ერთი ქვეყნის ტრაგედია.

banner
წინა სტატიაშიკიევში იანუკოვიჩის ყოფილმა მოადგილემ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიანემცოვის მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს