ირაკლი ალასანია: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან 5 უდანაშაულო ადამიანის გამოხსნა იქნება დიდი ნაბიჯი

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ხვალ, გარდაუვლად, ყველა ლოგიკით, სასამართლო 5 უდანაშაულო ადამიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებდა , – ასე ხსნის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პროკურატურის შუამდგომლობას ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირებისათვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
ალასანიას თქმით, ივანიშვილის უსახური მთავრობა სახის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ამას ვერ შეძლებენ.
“პროკურატურის ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ სახე იმ გარდაუვალი გადაწყვეტილების წინა დღეს, რომელსაც მოსალოდნელია, რომ ხვალ სასამართლო 5 უდანაშაულო ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე მიიღებს. გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ხვალ ველოდებით, იქნება პირველი ნაბიჯი უსამართლობის წინააღმდეგ. რასაც კიდევ უფრო დდი გამარჯვება მოჰყვება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან 5 უდანაშაულო ადამიანის გამოხსნა იქნება დიდი ნაბიჯი სამომავლოდ ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანის გასათავისუფლებლად. საზოგადოების ერთსულოვნება და გვერდში დგომა რომ არ ყოფილიყო, დღეს ეს შედეგი არ გვექნებოდა. დღეს ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა.
უწყებამ მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქმა “მზიურის” ტერიტორიაზე მომუშავე მოხალისეები დალოცა
შემდეგი სტატიაჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს