ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის საიდუმლო გარიგებაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი "აბსოლუტურად უუნაროირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრის შესახებ საუბრობს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრაზე მოხდა გარიგება რომელიც კაბელების საქმეზე დაკავებულებს უკავშირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

„ამას ექნება ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა საქართველოში, ზოგადად მართლმსაჯულებაზე. ამას ექნება ისეთი დატვირთვა, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ამ სასამართლო პროცესსაც და ხალხის ნდობას სასამართლოს მიმართ. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს შეწყვიტოს ასეთი ქმედებები სასამართლოსთან მიმართებაში და მართლმსაჯულებას მისცეს სწორი გზით განვითარების შესაძლებლობა. ეს არის საგანგაშო. ვცდილობ დავადასტურო და მტკიცებულებები მოვიპოვო ამ კუთხით,” – აცხადეებს ირაკლი ალასანია

გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს საღამოს შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 3 მოსამართლე. მათ შორის, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე.

როგორც ცნობილია, საიდუმლო შეხევდრაზე კონკრეტულად ისაუბრეს, რომ თუ ივანიშვილის სასურველი გადაწყვეტილება იქნება მიღებული კაბელების საქმეზე, მაშინ იქნებოდა კონკრეტული გადაწყვეტილებები სასამართლოების შესახებ კანონში.

საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელიც გულისხმობდა 25-ივე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ავტომატურად პოსტის დატოვებას. როგორც ცნობილია, ეს ცვლილება აღარ განხორციელდება.

უკვე ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობაც, ვისაც საქმე განსახილველად გადაეცემა. გავრცელებული ინფორამციით, ესეც იყო შეთანხმების საკითხი.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი -შესაძლოა, პარლამენტის და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში სასმელი წყალი მოიწამლა