ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის დარტყმის ობიექტია-“იგი მიხეილ სააკაშვილს დროს დაფუძნებულ ცუდ პრაქტიკას იმეორებს”-ბიძინა ივანიშვილი

ed7363f999.images.new_photo.facebook.alasaniaaaშეიძლება მთავრობის მუშაობაში არაორგანიზებულება შეიმჩნეოდეს, მაგრამ ეს სჯობს – ნუ იქნებიან ისეთი ორგანიზებულები, როცა ერთი კაცი იტყოდა და სხვები ასრულებდნენ, – ამის შესახებ ექსპრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “კვირის 20/30”-ში განაცხადა, სადაც მიწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ოპოზიციის საქმიანობაა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ერთ კაცზე – მიხეილ სააკაშვილზე იყო მორგებული და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაც ერთი კაცის ხასიათზე მოერგოთ. მისივე შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ხმები, თითქოს “ნაციონალურ მოძრაობაში” დაშლის პროცესი დაიწყო, პარტია ცხრა წლის განმავლობაში ერთ კაცზე გუნდურად შეკვრას მიაჩვია.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეიმჩნევა თუ არა ერთ კაცზე ორიენტირი სხვა პოლიტიკურ ძალებში, ივანიშვილმა ასეთად “თავისუფალი დემოკრატები” დაასახელა. ივანიშვილის აზრით, “თავისუფალი დემოკრატები” მიხეილ სააკაშვილის დროს დაფუძნებულ ცუდ პრაქტიკას ერთი-ერთზე იმეორებენ და მათი მხრიდან ორიენტაცია ირაკლი ალასანიაზე კეთდება.
“ის ქმედებები და ნაბიჯები, რაც “თავისუფალმა დემოკრატებმა განახორციელეს, პოლიტიკურად არაეთიკური და არაკორექტულია. ეს კიდევ რბილად ნათქვამია. მათ ბევრი უხეში პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს. პირველ რიგში, მათ საზიანოდ იკვეთება, რომ ეს გუნდი ერთ კაცზეა ორიენტირებული. რაც მოხდა იმედგაცრუბა იყო ჩემთვის. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთი გუნდის წევრები ვიყავით. ისინი ერთი-ერთზე იმეორებენ მიხეილ სააკაშვილის დროს დაფუძნებულ ცუდ პრაქტიკას. ორიენტაცია კეთდება ირაკლი ალასანიაზე და გუნდის საზრუნავი ალასანია გახდა”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილის შეფასებით, ირაკლი ალასანია გარკვეული პოლიტიკური სვლებისთვის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებამდე ემზადებოდა. ამას დასტურად ივანიშვილმა დაასახელა ის, რომ გაცილებით ადრე დაიგეგმა პარტიის ყრილობა და დაანონსდა პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანიას დაბრუნება.

banner
წინა სტატიაშიდაღუპული ბიჭის მშობლები ცარნაევის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგები არიან
შემდეგი სტატიაცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება დარღვეულია