ირაკლი ალასანია – არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს, თუკი იცის, რომ მეზობელ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჰაერო თავდაცვითი სისტემები საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გადახდას დაიწყებდა მას შემდეგ, რაც სრულად მოხდებოდა ამ საჰაერო სისტემის მონტაჟი და ეს ქვეყანას გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდებოდა ყოველ წელიწადს”, -განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვა, დაცული ცა არა მხოლოდ უსაფრთხო ძილს ნიშნავს ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ეს ნიშნავს, რომ შენ რეალურად გაქვს ეკონომიკური სტაბილური განვითარების შესაძლებლობა.
“არავინ, არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს დიდძალს ფულს ჩვენ ქვეყანაში, თუკი მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული და თუკი მან იცის, რომ ნებისმიერ დროს მეზობელ ქვეყანას შეუძლია, შემოვიდეს და ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში”, -განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშირა კავშირია საფრანგეთში ხელმოწერილ დოკუმენტსა და ე.წ. კაბელების საქმეს შორის?
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძის ინფორმაციით, მერია ჯანდაცვისა და ბაღების დაფინანსების შემცირებას აპირებს