ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, კაბელების საქმეში ოთარ ფარცხალაძეა ჩართული

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმეში ჩართულია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ფარცხალაძის გვარი ისევე, როგორც მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის გვარი ირაკლი ალასანიამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილისა და მოსამართლეების კომუნიკაციის კონტექსტში ახსენა.
არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ აქვს თუ არა მას მტკიცებულებები ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრის თაობაზე. ირაკლი ალასანიას თქმით, მან განაცხადა, რომ მტკიცებულებების მოძიების პროცესშია, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ამ საკითხში ასევე ჩართულია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის კომუნიკაცია შედგა დაინტერესებულ მხარეებთან.
ალასანიას თქმით, ფარცხალაძე არც არასდროს ჩამოშორებია პროკურატურის საქმიანობას, თუმცა ამ საქმეში მისი ჩართულობა განსაკუთრებით დიდია.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის როლს, ირაკლი ალასანიას თქმით, მას ორჯერ ჰქონდა შეხება საქმის მოსამართლესთან, თუმცა ვერ დაამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ზეწოლას.
ალასანიას თქმით, ის ინფორმირებულია იმ მოსამართლის ვინაობის შესახებაც, რომელსაც, უნდათ, რომ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე დაეწეროს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი: TV 5-ზე თავდასხმა შესაძლებელია რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ივანიშვილის გუნდი მაფიოზურ კლანად ყალიბდება