ირაკლი ალასანია:”ამ კაცს თავში არაფერი კარგი ჩვენი ქვეყნისთვის არა აქვს”

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი "აბსოლუტურად უუნარო“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის ფარულ ჩანაწერებში არსებულ განცხადებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დღეს ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრებას ყველა უნდა გაემიჯნოს.

“ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილს – ამ კაცს თავში არაფერი კარგი ჩვენი ქვეყნისთვის არა აქვს. მას სურვილი აქვს პოლიტიკაში მობრუნდეს სწორედ ასეთი პოლიტიკური ხრიკებით და არასტაბილურობის აგორებით. რუსთავი 2 რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაემიჯნოს ამ პროცესს და სრული გამიჯვნა მოახდინოს სააკაშვილის გუნდისგან,“ – ამბობს ირაკლი ალასანია, რომელიც აქვე გამოთქვამს გაკვირვებას ნაციონალური მოძრაობის მისამართით.

ალასანიას თქმით ნაციონალური მოძრაობის წევრებიც უნდა გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილის ამ გამონათქვამებს, „და მხოლოდ საარჩევნო პროცესით უნდა მოვახერხოთ ივანიშვილის არაკომპეტენტური და არაფრის მაქნისი ხელისუფლების გაშვება თავისუფალი დემორკატები ყოველთვის ვიყავით რევოილუციური განვითარების წინააღმდეგი, ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ საარჩევნო ბიულეტინი არის მთავარი“, – აღნიშნა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი:”ყველაზე დიდი რეიტინგის მქონე პარტია არის ლეიბორისტული პარტია”
შემდეგი სტატიათუ უნდა ივანიშვილს სააკაშვილის სახელმწიფო გადატრიალების გამო პასუხისგებაში მიცემა, მან საქმე უნდა აღძრას 2003 წელს