ირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმა

ირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმა

ირაკლი აბესაძის ინიციატივას  თბილისის საკრებულო დაეთახმათბილისის საკრებულო “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა თბილისის” თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის ინიციატივას დაეთანხმა.
თბილისის საკრებულოს დღვეანდელ სხდომაზე ირაკლი აბესაძემ დეპუტატებს მიმართა ინიციატივით, შეიქმნას სამკაციანი ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში “პანორამა თბილისის” პროექთან დაკავშირებით გასამართ განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.
სხდომაზე დეპუტატებს ირაკლი აბესაძემ “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილის დასკვნები გააცნო, თუ რამდენად შეესაბამება ისტორიულ ლანდშაფტს აღნიშნული პროექტის მშენებლობა. აბესაძის განცხადებით, ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამ, ამ კომპლექსის მასშტაბურობამ უკვე საკმაოდ დააზიანა და დათრგუნა სოლოლაკის ქედის ლანდშაფტური არქიტექტურის გარემო. ასევე აბესაძემ მოიყვანა სატრანსპორტო კვლევების დასკვნები, რომ ამ პროექტის განხორციელება თბილისის ძველ უბანში სატრანსპორტო ნაკადების მიმოსვლას კიდევ უფრო გაართულებს.
აღნიშნული კვლევების წარმოდგენით აბესაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მერიის ხელისუფალთა განცხადებები, თითქოს პროექტზე დადებითი დასკვნები კეთდება, მცდარია. ამასთან, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა საკრებულოს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროექტის განხილვის პროცესში ჩართული იყოს საკრებულოდან სამკაციანი ჯგუფი. იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხილვაში ქალაქის ხელისუფლება ჩართული უნდა იყოს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრების განცხადებით, “პანორამა თბილისის” პროექტი მეხუთე კატეგორიის პროექტია და ამიტომ ხდება პროექტთან დაკავშირებული შენიშვნების განხილვა ეკონომიკის სამინისტროში. საკრებულოს მათივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტზე განხილვა დახურულია და მის ირგვლივ არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს.
დეპუტატები, საკრებულოს უმრავესობის წევრები დაეთანხმნენ ირაკლი აბესაძეს, რომ პროექტის განხილვაში საკრებულო და დედაქალაქის ხელისუფლება მონაწილეობას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს
შემდეგი სტატია„კორტების“ საქმეზე დაჭერები გაგრძელდება. რამდენ პირს ემუქრება საპატიმრო?