ირაკლი აბესაძე: ცენტრალური ხელისუფლების გაუაზრებელ პოლიტიკას თბილისის მერიც მოუმზადებელი ხვდება

სუბსიდირების საკითხს თბილისის საკრებულოში გამოეხმაურნენ. მმართველი გუნდი ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება, ოპოზიციის განცხადებით კი, დახმარებას დედაქალაქის ბიუჯეტი ვეღარ შეწვდება.

„ცენტრალური ხელისუფლების გაუაზრებელ პოლიტიკას, რომელსაც ტარიფების ზრდა მოჰყვა, თბილისის მერიც მოუმზადებელი ხვდება, მას არ სჭირდებოდა ახალი ველოსიპედის გამოგონება სოციალური სუბსიდირებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ვახდენდით კომუნალური ვაუჩერის სახით. მერმა იცოდა რა ტარიფი გაიზრდებოდა, მან მაინც შეამცირა კომუნალური ვაუჩერის ბიუჯეტი,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა
შემდეგი სტატიაარა უშავს, ბატონებო! მე თქვენ ყველას მოგკითხავთ პასუხს!..