ირაკლი აბესაძე: თბილისის მერს და მის ძმას შესაძლოა ჰქონდეს კავშირი კორუფციულ გეგმასთან

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

“თბილისის მერს და მის ძმას შესაძლოა ჰქონდეს კავშირი კორუფციულ გეგმასთან,”- ასე გამოეხმაურა ირაკლი ნარმანიას განცხადებას საკრებულოში ოპოზიციური პარტიის წევრ ირაკლი აბესაძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერს მიმართავენ და განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

“მოვუწოდებთ დარმანიას, განმარტებები გააკეთოს რატომ ჩათვალა, რომ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომლის სამი თანამშრომელი იყო ჩართული ამ მსხვილ კორუფციულ სქემაში და სხვა კორუფციულ გარიგებებზე რატომ არ აქვს სათანადო რეაგირება და რატომ გააკეთა განცხადება, რომ შემდგომ კორუფციულ სკანდალებზე მიიიღებს ის ადეკვატურ საკადრო გადაწყვეილებებს. ამ ყველაფერმა გააძლიერა და წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნარმანიებს აქვთ კავშირი ამ კორუფციულ საქმეში,”- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ირაკლი ნარმანიას განცხადებას გაერთაიანებული დემოკრატების წარმომადგენელიც გამოხმაურა. საკრებულოს წევრი თამარ ცინცაბაძე თვლის, რომ ჯოკია ბოდოკიას საქმეში ბევრი კითხვაა და პასუხები უნდა გაეცეს ამ შეკითხვებს.

“პროკურატურამ ბოლომდე არ მიიყვანა ოპერაცია ერთი ადამიანის აყვანით დაასრულა ეს საქმე, ამიტომაც გაჩნდა ბევრი შეკითხვა, კი წყინს ხელისუფლებას, რომ ვამბობთ, რომ არაკომპეტენტურობა ახასიათებს მის სხვადასხვა სტრუქტურას, მაგრამ ფაქტია, ეს აჩენს ბევრ შეკითხვას,”- აცხადებს ცინცაბაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა კოტე კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიაკონსტანტინე კუბლაშვილი: ბევრი პრობლემა გადალახეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საქმე ბოლოში მისული