ირაკლი აბესაძე: აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას

გიგი უგულავას მხარდამჭერები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან არიან შეკრებილები და უგულავას ციხიდან გამოსვლას ელოდებიან. ე.წ. მატროსოვის ციხესთან მისული ნაციონალური მოძრაობის წვერი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და უგულავა გაათავისუფლოს ციხიდან.

„აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას, როგორც უკანონო პატიმრის დაუყონებლივ გათავისუფლებაზე. სხვა შემთხვევაში უკანონო პატიმრობა არის სისხლის სამართლის დანაშაული,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშივოლსკის შეფასებით ზეწოლას გიორგი პაპუაშვილი ახორციელებს
შემდეგი სტატია„საქართველოში ჭორვილის დიქტატურა ვერ შედგება”