იპოთეკით დაზარალებულები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ

იპოთეკით დაზარალებულები და ე.წ „ატსტუპნიკები“ თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი უკვე ერთი საათია დედაქალაქის მერიის შენობასთან იმყოფებიან.

მათი თქმით, მერიასთან მათი მისვლის მიზეზი ქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებაა, რომელიც მან „კურიერში“ გააკეთა. ნარმანიამ განაცხადა, რომ მზად იყო იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებთან შესახვედრად.

იპოთეკით დაზარალებულებს სურთ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული რომელიმე შენობა გადაეცეთ და მერიამ მისცეს იქ შესახლების უფლება.

იპოთეკით დაზარალებულების შეკრების შესახებ ინფორმირებულია თბილისის მერია. აქციის მონაწილეები ელოდებიან გადაწყვეტილებას, თუ ვინ შეხვდება მათ დედაქალაქის მთავრობიდან.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით მოინანია
შემდეგი სტატიასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა