იოსებიძის ქუჩაზე გველი დაიჭირეს

ზედიზედ მეორე დღეა თბილისის ქუჩებში გველს იჭერენ. გიურზას შემდეგ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დღეს უკვე წითელმუცელას გამო გამოიძახეს.

ქვეწარმავალი იოსებიძის ქუჩაზე შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს. სპეციალისტების განმარტებით, გველის ეს სახეობა შხამიანი არ არის, თუმცა აგრესიულობით გამოირჩევა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშივაზიანი… საქართველოს მე-13-ე რაიონი… (+ ფოტოები)
შემდეგი სტატიააჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ფესტივალი “განდაგანა” ჩატარდა