„ინტერ რაომ“ „სომხეთის ელექტროქსელების“ გაყიდვის უფლება მიიღო

„ინტერ რაომ“ „სომხეთის ელექტროქსელების“ გაყიდვის უფლება მიიღო

„ინტერ რაომ“ „სომხეთის ელექტროქსელების“ გაყიდვის უფლება მიიღო„ინტერ რაომ“ „სომხეთის ელექტროქსელების“ გაყიდვის უფლება მიიღო. ნებართვა სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურებების მარეგულირებელმა კომისიამ გასცა. მყიდველ მხარეს წარმოადგენს Liormand Holdings–ი, რომელიც ჯგუფ „ტაშიროს“ მფლობელის, სამველ კარაპეტიანის ინტერესებს წარმოადგენს.

ესაა ბოლო ნებართვა,რ ომელიც „ინტერ რაოს“ ესაჭიროებოდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ყიდვა–გაყიდვის შეთანხმებას და სომხეთის მთავრობის ნებართვაც მიიღეს. გარიგების სტრუქტურა და თანხა არ სახელდება. „ინტერ რაოს“ მმართველობის თავმჯდომარე ბორის კოვალჩუკი აცხადებს, რომ „ინტერ რაოს“ აქტივის გაყიდვა მასობრივი აქციების შედეგად მოუწია, რომელიც სომხეთში ზაფხულში, ტარიფების 16%–იან ზრდას მოჰყვა.

„სომხეთის ელექტროქსელები“ დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდა ოპერატორის შეცდომების, სომხური დრამის დევალვაციისა და გაზზე დოლარის ფასის ზრდის გამო.

„ტაშირი“ ფლობს სავაჭრო–გასართობ ცენტრებს „რიო.“Forbes–ი კარაპეტიანის ქონებას 4 მილიარდ დოლარად აფასებს. რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კომპანიის ახალი მესაკუთრე მთავრობასთან ერთად „ერთიანი ლოგიკით“ იმოქმედებს.

კერძოდ, 2016 წელს კომპანია სომხეთის მთავრობასთან ერთად, პარიტეტის პრინციპით, დააკომპენსირებს განსხვავებას გაზრდილ და 2015 წლის 1 აგვისტომდე მოქმედ ტარიფს შორის მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის.

კომპენსაციას კარაპეტიანი საკუთარი სახსრებით გადაიხდის. „ინტერ რაოს“ კი ასეთი სქემით საქმიანობა არ შეეძლო, რადგან საჯარო კომპანიას სახელმწიფო ორგანოსთან ერთად მსგავსი ქველმოქმედების გაწევის უფლება არ აქვს.

ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორის სერგეი პიკინის განცხადებით, „ინტერ რაო“ სომხეთიდან პოლიტიკური მიზეზებით მიდის, თუმცა ტარიფების გაზრდა საფუძვლიანი გადაწყვეტილება იყო.

ერევანში ენერგოტარიფების გაზრდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის 19 ივნისს დაიწყო.

პოლიციამ ასობით მომიტინგე წყლის ჭავლით დაშალა.

მომიტინგეები ითხოვდნენ საზოგადოებრივი მომსახურებების რეგულირების კომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას ითვალისწინებს. თავდაპირველად იგეგმებოდა ტარიფების თითქმის 41%–იანი ზრდა, მაგრამ კომისიასთან მოლაპარაკების შემდეგ ტარიფი შემცირდა. ამჟამად ტარიფი 48,78 დრამს შეადგენს (23 თეთრზე მეტი).

რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაო” რეგიონში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიით კიდევ ერთ, ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. “ინტერ რაო”-ს მფლობელობაშია “თელასის” აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

banner
წინა სტატიაშილევან კობიაშვილის გამარჯვებას მისი მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილს გამარჯვება პირველმა რეზი არველაძემ მიულოცა