ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს

ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებას ისევ დიალოგისკენ მოუწოდებს. სტიქიის გამო ორ კვირიანი ტაიმ-აუტის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობოები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნები მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენეს.

ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ითხოვს. მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეხება. გაერთიანება მიმართავს ხელისუფლებას დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს და პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაში“ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებულ აუქციონთან მიმართებაში დაინტერესება საკმაოდ მაღალია”
შემდეგი სტატიაISIS-ის მებრძოლებმა სირიაში ქალაქ კობანის ასაღებად ბრძოლები განაახლეს