ინგლისს „ტიტანიკელი“ მღვდელის კანონიზირება უნდა

ბრიტანეთში გაჩნდა მოწოდებები კათოლიკე მღვდელის კანონიზირების შესახებ, რომელმაც „ტიტანიკში“ ორჯერ დაუთმო საკუთარი ადგილი სამაშველო ნავში მგზავრებს მაშინ, როცა გემი იძირებოდა.
მამა ტომას ბაილსი, რომელიც წმინდა ელენეს მონასტრის მოძღვარი იყო დასახლება ჩიპინგ ონგარში, ტიტანიკით ნიუ-იორკში საკუთარი უმცროსი ძმის დასაფლავებაზე მიდიოდა.
თვითმხილველების თქმით, მამა ბაილსი უკანასკნელ მომენტამდე ტიტანიკის ბორტზე იმყოფებოდა მეორე და მესამე კლასის მგზავრებთან ერთად.
თავის დროზე მის თვითშეწირვაზე ბევრს საუბრობდა პაპი პიი X.
წმინდა ელენეს ეკლესიის მოქმედმა მღვდელმა მამა გრემ სმიტმა თავის ქადაგებაში ტომას ბაილსის კაკონიზაციისკენ მოწოდებები დაიწყო.
მისი თქმით, თავდაპირველად ვატიკანმა ბაილსი წამებულად უნდა აღიაროს. კანონიზირებას ბეატიფიკაცია უძღვის წინ.
კათოლიკური ეკლესიის პროცედურების მიხედვით, წმინდანად აღიარებისთვის აუცილებელია პირის მიერ მინიმუმ ორი საოცრება იყოს ჩადენილი.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის მეთაურს ქვეყანაში ნატოს მუდმივი ძალების ყოლა უნდა
შემდეგი სტატიაქართველი მოჭადრაკე ტურნირიდან გამოაგდეს