ინგლისი ფიფას-ს წინააღმდეგ უეფა-ს ბოიკოტს შეუერთდება

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტის გრეგ დაიკის განცხადებით, მისი მისი ქვეყანა მზადაა შეუერთდეს უეფას ბოიკოტს ფიფას მიმართ და არ მიიღოს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, თუ ამას სხვა უეფასგან ექნება მხარდჭერა…
,,მე მითხრეს, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობამ და მთელმა ლათინურმა ამერიკამ ბლატერის წინააღმდეგ მისცეს ხმა… ეს ნიშნავს, რომ ორმა უდიდესმა საფეხბურთო კონტინენტმა თქვა, რომ თქვენ არ გვჭირდებით მისტერ ბლატერ,, განაცხადა დაიკმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ინგლისის მიერ ფიფასთვის ბოიკოტის გამოცხადება გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე… მაგრამ თუ უეფა მოუწოდებს თავის ასოციაციებს ბოიკოტისკენ, ინგლისი შეუერთდება ბოიკოტს.

banner
წინა სტატიაშიGWP ბაგების სატუმბო სადგურსა და წავკისის რეზერვუარზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს
შემდეგი სტატია„მოქალაქემ შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო ხელისუფლებისთვის საჩვენებლად გადაუღო“