ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინს ტირანი უწოდა

ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინს ტირანი უწოდა

ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინს ტირანი უწოდადიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მიმართებაში მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი “ტირანივით” იქცევა.
“ამ ადამიანმა თავისი ჯარები საერთაშორისო საზღვრის გავლით გაგზავნა და უცხო ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელა 21-ე საუკუნეში და მოქმედებდა, როგორც მე-20 საუკუნის ტირანი”, – განაცხადა ჰემონდმა ტელეკომპანია “სქაი ნიუსთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, უკრაინელებს არ შეუძლიათ რუსეთის არმიის დამარცხება და აზრი არ აქვს ამ საკითხის განხილვას. მინისტრის განცხადებით, უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა
შემდეგი სტატიაპოსტსკრიპტუმმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა მოიპოვა