ინგა გრიგოლია–ძალიან ნაადრევია სიხარული და ნუ გიხარიათ, მე ეთერში დავბრუნდები!

ლამბერსექსუალური იმიჯი

ლამბერსექსუალური იმიჯიინგა გრიგოლია ეჭვობს, რომ მისი გადაცემის დახურვა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა–ამის შესახებ გადაცემა “არჩევანში” თავად ინგა გრიგოლიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს ეჭვი, რომ ტელეკომპანია იმედმა შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„მე მაქვს ეჭვი, რომ ტელეკომპანია იმედმა შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ავტორიც თქვენთვის კარგად ცნობილი ბიძინა ივანიშვილია,“ – ამბობს ინგა გრიგოლია.

გადაცემა არჩევანში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ ვერსიებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ვერსიად მისი აშშ-ში ვიზიტი დაუკავშირა, სადაც ის სხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ რუსთავი2-ის ტელეწამყვანებიც.

როგორც გადაცემა “არჩევანში” ინგა გრიგოლიამ განაცხადა,ის ჯერ ნაწყენია და მცირე ხნით დასვენება სჭირდება. თუმცა, არჩევნებისთვის ის ეთერში ისევ გავა.

„ერთი-ორი თვე დავისვენებ და, თუ ვინმეს უნდოდა, რომ წინასაარჩევნოდ ჩემი გადაცემები არ ყოფილიყო ეთერში, მე მათ ვაძლევ გარანტიას, რომ მე ვიქნები პირდაპირ ეთერში. ძალიან ნაადრევია სიხარული და ნუ გიხარიათ, მე ეთერში დავბრუნდები!“ – აცხადებს ინგა გრიგოლია.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გადაცემის დახურვის შემდეგ დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ პირველი, ვისაც ის ესაუბრა და საქმის კურსში ჩააყენა, საქართველოს პრეზიდენტი იყო.

„პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრე. ეს გადაწყვეტილება როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, მე მას მივწერე მესიჯი და მან გადმომირეკა და ის იყო პირველი ადამიანი, ვინც მე ჩავთვალე, რომ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. ის იყო ძალიან მკვეთრი თავის განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა ჩემგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ,“ – აცხადებს ინგა გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო პაატა ბურჭულაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაამ დრომდე ველოდები პასუხს, დახურეს თუ არა ჩემი გადაცემა