ინგა გრიგოლიას „რეაქცია“ რუსების დაკვეთით დახურეს?

მორჩა კინო))))))) წადით სახლში)))))))))),,რეაქცია,, და ,,იმედის კვირა,, დაიხურა)))))))

პაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევროინგა გრიგოლიას „რეაქცია“ რუსების დაკვეთით დახურეს?
„თაიმერის“ წყაროს სკანდალური ვერსია

ტელეეკრანიდან ინგა გრიგოლიას ჩამოცილებაზე, ბოლო ორ დღეში, ბევრი ითქვა და დაიწერა. თავად პოპულაურული ტელეწამყვანი ღიად ამბობს, რომ ყველაფრის უკან დიდი პოლიტიკა დგას და ექსპერტებიც ამ აზრს იაზიარებენ. საერთოდ, მედია რომ დიდი პოლიტიკაა, ეს ბავშვმაც იცის, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველა ყველას იცნობს და პოლიტიკა, მედია და ბიზნესიც სწორედ პირადი ნაცნობობით კეთდება. „პირადი ნაცნობობის თემა“ უფრო აქტუალური „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს გახდა – მოგეხსენებათ, ქიბარ ხალვაშის და, ფატი ხალვაში „ოცნების“ მაჟორიტარია ქობულეთიდან.
საერთოდ, არსებობს შეხედულება, რომ „იმედის“ ამბები „რუსთავი 2“-ის დაყადაღების გაგრძელებაა, ანუ ხელისფლების ცალკეული კლანი ცდილობს, არჩევნების წინ სასათბურე პირობები შეიქმნას. ამ ვერსიაში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ მედალს მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, საპირისპიროს მივიღებთ:
კი ბატონო, „რუსთავი 2“ სუბიექტურია და ყოფილი ხელისუფლების პოზიციებს ამაგრებს, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყააში „პოლიტიკური სიტყვა“ მხოლოდ ამ არხიდან წამოვა, „ოცნებელებიც“ კი იძულებულნი გახდებიან, რომ „რუსთავი 2“-ს უყურონ. სხვა თუ არაფერი, ხელისუფლებამ თავისი მესიჯები ხალხამდე როგორმე უნდა მიიტანოს.
„ბოლო დროს „ოცნებამ“, რასკავირველია, არაპირდაპირი დაფინანსებით, რამდენიმე ინტერნეტ-პორტალი შექმნა და რეგიონებში, თვითმმართველობებს უბრძანა კიდეც, რომ ეს ინტერნეტ-საიტები გამოიწერონ, მაგრამ „ოცნებაში“ ვერ ხვდებიან, რომ „რუსთავი 2“-ის ფონზე ეს ზღვაში წვეთია და არაფერს შეცვლის. გარდა ამისა, შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ „ოცნების“ „ვერხუშკაში“ ყველას თავისი მედიაინეტერსი აქვს. ახლა, ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ვიცი, რომ ერთი ადამიანი რამდენიმე მედიის დაფინანსებას აპირებს, თუმცა ყველა მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალება მთელ „ოცნებაზე“ კი არა, მარტო მასზე იმუშავებს,“ – ამბობს „თაიმერის“ ტრადიციული ინკოგნიტო რესპოდენტი.
რაც შეეხება „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ დახურვას, ჩვენი თანამოსაუბრე ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას იხსენებს, რომლის თანახმადაც, „იმედი“ თითქოს რუსეთში გამდიდრებულმა ლევან ვასაძემ იყიდა.
საერთოდ, ვასაძე ძალიან საინტერესო ფენომენია, რომელიც ქართულ პოლიტიაკში იშვიათად ჩნდება და, როგორც წესი, ეკლესიურ და რუსეთისადმი ვასლურად განწყობილი საზოგადოების ემოციებზე თამაშობეს. ამაში გასკავირი არაფერია, რადგან მთელი თავისი დღე და მოსწრება ვასაძე რუსულ ბიზნესწრეებში ტრიალებს.
„რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება, არ დაიჯეროთ და გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ „რეაქცია“ ხელისუფლებას არ დაუხურავს, ეს აზრადაც არავის მოსვლია, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს,“ – ამბობს „თამერთან“ საუბრის დროს ჩვენი თანამოსაურე.
მისი ვერსია ასეთია:

ლამბერსექსუალური იმიჯი
„ინგას ეკრანიდან ჩამოცილების გადაწყვეტლება არც მფლობელებს მიუღიათ. ყველაფერი ერთი ადამიანის „კისერზეა“. მის გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ იცის, „იმედს“ ვინც განკარგავს. შემიძლია, ისიც გითხრათ, რომ ამ ადამიანს დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს და იმასაც კი არ გამორიცხავს, რომ პრემიერი გახდება. ვეჭვობ, რომ მისი ბეგრაუნდიც რუსულია. ჰოდა, „რეაქციის“ დახურვით ორი კურდღელი დაიჭირა: ჯერ ერთი, რუსებს ასიამოვნა და აგრძნობინა, რომ ყველაფერს გააკეთებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსულმა ძალებმა აბსლუტური გამარჯვება თუ არა, იმედი მაინც მოახერხონ, რომ პარლამენტში, მინიმუმ, ორი ფრაქცია მაინც შექმნან. ამ სიტუაციაში, ეჭვი ხომ არავის ეპარება, რომ ინგა გრიგოლია, რომელსაც მკვეთარდ პროდასავლური ორიენტაცია აქვს, რუსულ თამაშში არ ჩაერთვებოდა და ხელმძღვანელობას არც იმას შეუთანხმებდა, რომ ეთერში, ვთქვათ, ირაკლი ალასანია მიეყვანა თუ არა.
რაც შეეხება მეორე კურდღელს, ხელისუფლების წარმომადგენლები არც აქამდე მალავდნენ, რომ „რეაქცია“ არ მოწონდათ. ალბათ, არც ბიძინას მოწონს. შესაბამისად, იმ ადამიანმა, რომელზეც წეღან გითხარით, ალბათ, იფიქრა, რომ ინგას სეკვესტრირებით ივანიშვილის გულს მოიგებდა და იმაზე აღარ დაფიქრდა, „რეაქციის“ დახურვას რა ამბავი მოყვებოდა. ისე, გულწრფელი რომ ვიყო, მე მაინც მგონია, რომ „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ ეკრანიდნა მოხსნა წმინდა რუსული ტრიუკია და მეტი არაფერი.“
სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ეკა მიშველაძის ყოველკვირეული ანალიტიკური თოქ-შოუ „პირველი სტუდიაც“ დაიხურა, რაც თავად ავტორმა არ დაადასტურა, თუმცა თუ ქვეყანაში მედიის ფუნქციონირება პოლიტიკიკურ ამინდზეა დამოკიდებული, გამორიცხული არ იქნება, თუ „პირველი სტუდია“ მართლა დაიხუროს – ეკა მიშვლეაძე ოპოზიციონერ ალექსი პეტრიაშვილის მეუღლეა. „თავისუფალი დემოკრატები“ ამბობენ, რომ „ოცნებას“ ყველაზე მეტად მხოლოდ ირაკლი ალასანიას აქტიურობა აშინებს.
ერთი სიტყვით, ასეთი ამბებია საყველიეში. რა და როგორ შეიცვლება, ამას დრო გვიჩვენებს.
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ
შემდეგი სტატიადღეს პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება