ინაშვილი: ალო, სადა ხართ? ამ ხელისუფლებას ვეუბნები: სულში ჩაგვაფურთხეთ

აგულაშვილი არის პროვოკატორი

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი თბილისის ყოფილი მერის გათავისუფლების ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება.

,,პრობლემა იმაში კი არაა, რომ მოქალაქე უგულავა თავისუფალია… არამედ იმაში, რომ სამართლიანობა მათთვის ზეიმობს, ვინც ქართველ ხალხს ცხარე ცრემლით ატირებდა. სადაა პატივცემული პრეზიდენტი? რომელიც ,ძირითადად, ნაცისტების პრეზიდენტად იქცა და ვერ გახდა ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი პრეზიდენტი… სად მიუსწრო უგულავას ბედნიერებამ, დუშეთში, თუ ავლაბარში?! თავს როგორ გრძნობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც გვარწმუნებდა,- ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანააო…
იმედია, არც ბატონი ალასანია უჩივის უგუნებობას… და სხვა დანარჩენების სიხარულშიც როგორ შევიტან ეჭვს… დემოკრატია ზეიმობს, თურმე… მარტივ კითხვას გისვამთ ყველას: ეს ე.წ. დემოკრატია რატომ არ ეხება ნაწამებ, ქონებაწართმეულ, შვილმოკლულ ადამიანებს? ალო, სადა ხართ? ამ ხელისუფლებას ვეუბნები: სულში ჩაგვაფურთხეთ!!!! თქვენ ვერ დაიცავით ქართველი ხალხის ინტერესი…”– წერს ინაშვილი სოციალური ქსელით.

banner
წინა სტატიაში,,ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას”-საპატრიარქოს განცხადება
შემდეგი სტატიასირიის ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში რუსულ ჯარს გამოიყენებს…