ინალ ხაშიგი-“აფხაზი ახლაგაზრდები თბილისში არ უნდა წასულიყვნენ მატჩზე”

xashinbaთბილისში, “ბარსელონა”-“სევილია” უეფას სუპერთასის თამაშს ბევრი აფხაზი დაესწრო–”ჩეგემსკაია პრავდას” რედაქტორი ინალ ხაშიგმა ამასთან დაკავშირებით, გამოცემას საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
მისი თქმით, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თეზისი იმის შესახებ, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა, საქართველოსა და აფხაზეთს შორის არ მოქმედებს.
“ჩვენ საკუთარ თავზე განვიცდით იმას, რომ სპორტი, კერძოდ კი ფეხბურთი, ზუსტადაც რომ პოლიტიკის მიღმა არ არის. ეს ჩვენი ფეხბურთის იზოლიაციას ეტყობა. რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა ნაციონალურ გუნდებს შორის, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან, ზუსტად იმიტომ, რომ საქართველო ამას აქტიურად აპროტესტებდა” – ამბობს ხაშიგი.

მან ასევე განახცხადა, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ საქართველო და აფხაზეთი დღემდე საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.
“ფეხბურთი, ცხადია, უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდები თბილისში არ უნდა წასულიყვნენ მატჩზე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და ის, რომ ჩვენს შორის ისევ საომარი მდგომარეობაა. არ უნდა დაგვევიწყებინა ის მსხვერპლი, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, იმის გამო რომ მესი ენახათ. მე არ ვუსურვებდი იმას, რომ ეს ბიჭები გამყიდველებად შერაცხონ, მაგრამ სანამ იმოქმედებ, უნდა იფიქრო” – განაცხადა ხაშიგმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესფორუმზე მიიწვია
შემდეგი სტატიაგიუმრში, ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებულ რუს სამხედროს 10 წელი მიუსაჯეს