„იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება, რომ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს!“

„თბილისი – ჯოჯოხეთია აეროპორტიდან დაწყებული უკვე“! – წერს ანიტა რაჭველიშვილი. საქართველოში დაბრუნებული მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი „ქართულმა ქაოსმა“ გააბრაზა.

ანიტა რაჭველიშვილი: ქაოსი, დიზორგანიზაცია ,ციგნები თუ ფულს არ მისცემ მანქანის დაჩხაპნით და ათასი საშინელებებით გემუქრებიან! და ვინ არის ნეტა მომხედავი და პატრონი?! მანქანა მამაჩემმა 45 წუთი ვერ დააყენა. ხალხი რიგში დგას და ამით ფულს აკეთებენ! ჩემოდანს საათ ნახევარი ველოდებოდი!უზრდელურად გელაპარაკებიან! რომელი ერთი ვთქვა? დიდი მადლობა ასე რომ ზრუნავთ ჩვენზე!!!

მარაზმსაც უნდა ქონდეს საზღვარი! იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება 2 წლის წინ, რიმ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს!!! ჯობია ისევ უკან წავიდე!!!!“

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
შემდეგი სტატიამასწავლებეთლა პროფესიული განვითარების საკითხები – შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან