იმერეთის რეგიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

.29 და 30 ოქტომბერს, ამბროლაურის, ონის, ტყიბულის, თერჯოლის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
როგორც “თაიმერს” კომპანია “ენერგოპრო-ჯორჯიადან” აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი ძევრულას ჰიდროელექტროსადგურის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ტესტირებაა.
“ძევრულას ჰიდროელექტროსადგურის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ტესტირების გამო ელექტროენერგია 29 ოქტომბერს ეტაპობრივად შეეზღუდება: • დაახლოებით 8000 აბონენტს ქალაქ ამბროლაურში და სოფლებში კრიხი, ახალსოფელი,ზემო კრიხი, სხვავა, ფუტიეთი, წესი, კვაცხუთი, ხიმში, მუხლი, სამთისი, ბარი, ძირაგეული, სადმელი, ბოსტანა, ღვიარა, საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი, ჯვარისა, ქედისუბანი, ხონჭიორი, ზემო შავრა, ნამანევი, თხმორი, ურავი, ლიხეთი, აბარი, ხოტევი, ჭელიაღელე, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი, აგარა, უყეში, თლუღი, კაჩაეთი, ნიკორწმინდა. • დაახლოებით 6200 მომხმარებელს ქ. ონში და ონის რაიონის სოფლებში. • 3000 აბონენტს ქ. ტყიბულში და სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური. • დაახლოებით 12 500 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი, ძევრი, გოგნი, სიქთარვა, ღვანკითი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ქვედა და ზედა სიმონეთი, საზანო, სკანდე, თუზი, ქვაციხე, ბიღა, ვარდიგორა”, – აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება 30 ოქტომბერს, მათივე ინფორმაციით, ძაბვის მიწოდება 15:00-დან 17:00 საათამდე ეტაპობრივად შეეზღუდებათ: • დაახლოებით 24 800 აბონენტს მთლიანად ქ. ჭიათურაში და ჭიათურის რაიონში. • 18 000 აბონენტს ქ. საჩხერეში და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში. • დაახლოებით 12 500 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი, ძევრი, გოგნი, სიქთარვა, ღვანკითი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ქვედა და ზედა სიმონეთი, საზანო, სკანდე, თუზი, ქვაციხე, ბიღა, ვარდიგორა.

banner
წინა სტატიაშითბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებითი სამუშაოები დაიწყება
შემდეგი სტატიამერია სოციალურად დაუცველებს შეშით მოამარაგებს