“იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი ჩემს ძმას შეიწყალებდა”

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მისი ძმა, ლევან ბობოხიძე და საქმეზე მასთან ერთად დაკავებული სამი პირი შეიწყალა.

როგორც აკაკი ბობიხიძემ განაცხადა, შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტს დაკავებულების მშობლებმა მიმართეს.

“გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტმა ჩემი ძმა და საქმეში მასთან ერთად დაკავებული სამი პირი შეიწყალა. იმედი მქონდა, რომ პრეზიდენტი შეწყალებას ხელს მოაწერდა. შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს დაკავებულების მშობლებმა მიმართეს”, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბობოხიძეს გამოძიება სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე – ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატია“მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015”-ის დასკვნით ღონისძიება