იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს, ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა “კეთილ ადამიანებსაც” შეიწყალებს

ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად “ნაციონალური” პრეზიდენტი, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი “სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს”.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად “ნაციონალური” პრეზიდენტი. გუშინ მან შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა. მას მიესაჯა პატიმრობა, პრეზიდენტმა კი შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს. იმედი მაქვს, რომ ის სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა “კეთილ ადამიანებსაც” შეიწყალებს, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მან პენიტენციული რეფორმის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული მართვის ცენტრი გახსნა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული საბჭო მუშაობას აგრძელებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი შს მინისტრის კანდიდატურას 1-ელ აგვისტომდე დაასახელებს