„იმედი მაქვს, ივანიშვილის პირად პატიმრებს დღეს სასამართლო გაათავისუფლებს,”

ყოფილი თავდაცვის მინისტრი საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომას ესწრება. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის განცხადებით, სასამართლო განხილვებისას ე. წ. კაბელების საქმე ხუთი პირის სრულად გამართლებით რომ დასრულდება, მას ამაში ეჭვი არ ეპარება.

“დღეს მთავარი საკითხია გადასაწყვეტი, ივანიშვილის პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებს თუ არა სასამართლო, ეს არის მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს ხუთი ადამიანი წინასწარ პატიმრობაში ამდენ ხანს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ?!” – ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. თავდაცვის სამინიტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიIRI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე პროცესი დაიწყო – რა არ დაუკმაყოფილეს დაცვის მხარეს სასამართლოში?