“იმედი მაქვს, გამოიძიებს პროკურატურა, ვინ არის მეორე პირი და ვინ დაუკვეთა მკვლელობა”

ვფიქრობ, მკვლელობის დამკვეთი საქართველოშია – ამის შესახებ იური ვაზაგაშვულის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, არ გააჩნია ინფორმაცია მკვლელობის მეორე შემსრულებლის საზღვარგარეთ ძებნის შესახებ.
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, მანანა ვაზაგაშვილის თქმით, ბოლოს ინფორმაცია იური ვაზაგაშვილის ოჯახმა პროკურატურისგან ორი კვირის წინ მიიღო.
“იმედი მაქვს, გამოიძიებს პროკურატურა, ვინ არის მეორე პირი და ვინ დაუკვეთა მკვლელობა. მკვლელობის ერთი შემსრულებელი გია სოსანაშვილი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან იციან, რომ არ ლაპარაკობს. რაც შეეხება დამკვეთს, ვფიქრობ, რომ ის ალბათ საქართველოშია”, -განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველო და უკრაინა ევროპაში უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ“
შემდეგი სტატიარიგის სამიტის ოფიციალური დეკლარაციის შინაარსი რამდენიმე წუთში გახმაურდება