ილია მეორე: როცა უფალს დახმარებას სთხოვთ, არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს მიმართავს, როცა უფალს დახმარებას სთხოვენ, ეჭვი არ შეეპაროთ ღვთის წყალობაში.
პატრიარქი მრევლს ურჩევს, უფალს სთხოვონ სიხარულით, სიყვარულით და რწმენით.
“როცა უფალს დახმარებას სთხოვთ, არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი. როცა ადამიანს ეჭვი ეპარება, არ სრულდება მისი თხოვნა. ამიტომ ეჭვი არ უნდა იყოს, როცა უფალს ვთხოვთ. უფალი ბრძანებს, ითხოვე და მოგეცეს შენ. ითხოვე სიხარულით, სიყვარულით, რწმენით და უფალი მოგცემს, თუკი ეს შენთვის სასარგებლოა”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება, იმედი არ უნდა დავკარგოთ
შემდეგი სტატია“პარანოიაა, არ შეიძლება ყველაფერი ივანიშვილს დაუკავშირო”-ელისო ჩაფიძე იმედზე გადაცემების დახურვას ეხმაურება