ილია მეორე – ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა

patriarqi

ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორის შეფასებით, ქართული მეცნიერება, სულიერება იმდენად ძლიერია და იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ უცხო ქვეყნებმა შეიძლება საქართველოსგან ისწავლონ.
საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. “თქვენ იცით, რომ საბერძნეთში არის ხალხის გამოკითხვა, სურთ თუ არა დარჩნენ ევროკავშირში, ევროსაბჭოში. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპას ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მეცნიერება, ჩვენი სულიერება იმდენად ძლიერია, იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ შეიძლება უცხო ქვეყნებმა საქართველოსგან ისწავლონ. ჩვენ ბერძენ ხალხს ვუსურვებთ, მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში, მათ ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ჩვენ გვიჭირდა, მრავალი ქართველი საბერძნეთში წავიდა და იქიდან ეხმარებოდა საქართველოს და ოჯახებს. ვფიქრობ, ეს განსაცდელი საბერძნეთში გაივლის. ეს განსაცდელი არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ყველაფერი დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადგება”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ იმ წარმოუდგენელ პირობებში, როგორშიც წლები გაატარეს“
შემდეგი სტატიაპატრიარქი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს