ილია მეორე – გადადგმულია დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, მაგრამ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგმულია უკან სულიერებაში

მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს

ჩვენ ვცხოვრობთ ცუდ დროში, როცა ხდება სულიერი ფასეულობის გადაფასება და როცა ადამიანი იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
“გადადგმულია დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგმულია უკან სულიერებაში, რწმენაში, ზნეობაში. ჩვენ გვაკისრია დიდი მოვალეობა და დიდი პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს”, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად იქადაგა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია
შემდეგი სტატიანეპალში მყოფ ქართველებთან დაკავშირება ვერ ხერხდება