ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდებს

საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვი

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდებს. როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ.
“მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა”, – განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს სად არის კეთილი და ბოროტი და რა არის მისაღები და მიუღებელი.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე–ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა
შემდეგი სტატია,,ვიკილიკსის,, ახალი სკანდალი