ილია მეორე – არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთანაღსარება არის უდიდესი საიდუმლო, ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. “ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, გული წრფელი და წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ლაპარაკობს. ასეთი ადამიანი ჭრელია”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, უძველესი დროიდანვე ჰქონდა ადამიანს აღსარების მოთხოვნილება. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წარმართები უძველეს დროს ზღვის ტალღებს უყვებოდნენ თავიანთი ცოდვების შესახებ, ხოლო ებრაელები – ვაცს, რომელსაც შემდეგ უდაბნოში უშვებდნენ.
უწმინდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს. “ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, დაწერონ აღსარება, სურვილის შესაბამისად, რადგან ის შეიძლება უდიდესი სულიერი და ლიტერატურული ნაწარმოები გახდეს.
პატრიარქმა ასევე ისაუბრა საკუთარ თავთან ბრძოლის მნიშვნელობაზე. “ჩვენ ვცდილობთ ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებს და ცოდვებს, განიწმინდოს ჩვენი სული, გონება, მაგრამ ყველაზე რთული ყოფილა ბრძოლა საკუთარ თავთან. სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი – ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა დალოცა საქართველოში მყოფი ასურელები და მათი მოძღვარი, მამა სერაფიმე. უწმინდესმა ასურელი მამების ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობისგან. პატრიარქმა ქადაგების დასასრულს, იმედი გამოთქვა, რომ ასურელი ადამიანების დევნა და წამება შეწყდება.

banner
წინა სტატიაშიმასშტაბურ ყაჩაღობებში ეჭვმიტანილი პირები დაკავებული არიან
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა?