ილია ელოშვილი – როცა ვსაუბრობთ გაზპრომთან, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კომპანიასთან ურთიერთობაზე და არ უნდა გადავიტანოთ რუსეთის პოლიტიკურ თემაზე

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში მთავრობის ანგარიშს ისმენდნენ, სადაც მინისტრების მოადგილეები დეპუტატებისათვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობდნენ. “თავისუფალმა დემოკრატებმა” ყველაზე მეტი კითხვა ქვეყნის საგარეო კურსზე დასვეს და ასევე დაინტერესდნენ რა მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება გაზპრომთან.

„მტრულად განწყობილ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული, ამ სახელმწიფოს მნიშვნელოვან კომპანიასთან რა ურთიერთობები იქნება მომავალში და არის თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნის არაფორმალურ მმართველის ბიზნეს ინტერესებთან,“ – ასეთი კითხვით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს კითხვა ზურაბ აბაშიძემ დაუსვა.

“თავისუფალ დემოკრატებს” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არ დაეთანხმა. ილია ელოშვილის განცხადებით საქართვლოს მთავარი მიზანი მაქსიმალური ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაა.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაზპრომთან, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კომპანიასთან ურთიერთობაზე და არ უნდა გადავიტანოთ რუსეთის პოლიტიკურ თემაზე“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არანაირი მტკიცებულებები ქართული მხარის მხრიდან ჩადენილ კაციობრიობის დანაშაულებზე არ არსებობს, მაგრამ არსებობს ზღვა მასალა რუსული მხრიდან ჩადენილი დანაშაულის”
შემდეგი სტატიაIDFI: საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების კუთხით გარკვეული ხარვეზებია