ივიცა დაჩიჩი – ეუთო ცდილობს, არც ერთი კონფლიქტური რეგიონი ყურადღების მიღმა არ დარჩეს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კრიზისია და ეს არის მთელი მსოფლიოს ინტერესის ცენტრში, ეუთო ცდილობს არც ერთი კონფლიქტური რეგიონი ყურადღების მიღმა არ დარჩეს, – ამის შესახებ ივიცა დაჩიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დაჩიჩის თქმით, მან გადაწყვიტა, რომ ყველა ასეთი რეგიონი მოინახულოს და შედეგად, გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა, დღეს საქართველოში, ხოლო ხვალ სომხეთში გაემგზავრება.
როგორც ივიცა დაჩიჩმა აღნიშნა, სერბეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან და ორივე ქვეყანას სურს მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაგრძელდეს, გაღრმავდეს და გაფართოვდეს.
“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ინვესტიციების თემა, ეკონომიკური საკითხები. დღეს ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ მინიმალურ დონეზეა, თუმცა ჩვენ ვგავართ ერთმანეთს ბევრი კუთხით. ჩვენ პრინციპულ პოზიციას ვინარჩუნებთ ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიადეიშვილის, მერაბიშვილისა და მესხელის „ასპიტთა ბუდე“
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე – უპასუხისმგებლო პირებმა, გუბერნატორის და მისი პირველი მოადგილის სახით, თანამდებობა უნდა დატოვონ