ივან ურგანტმა და ნატალია კიკნაძემ ჯვარი დაიწერეს

ივან ურგანტმა და ნატალია კიკნაძემ ჯვარი დაიწერეს

ივან ურგანტმა და ნატალია კიკნაძემ  ჯვარი დაიწერესტელეწამყვანი და შოუმენი ივან ურგანტი, როგორც წესი, არ ლაპარაკობს საკუთარ პირად ცხოვრებაზე. ის, რომ 37 წლის ივანმა და 37 წლის ნატალია კიკნაძემ სამოქალაქო ქორწინების შემდეგ ჯვარი დაიწერეს, ჟურნალისტებმა წამყვანის ბებიისგან მსახიობ ნინა ურგანტისგან გაიგეს.
“მიხარია ძალიან, რომ ჯვარი დაიწერეს და ვანეჩკამ ბოლობოლო საქორწინო ბეჭედი გაიკეთა. ჩემთვის ბედნიერებაა მათ მეგობრულ ოჯახს ვუყურო” – განაცხადა ნინა ურგანტმა ჟურნალისტებთან.
ნატალია კიკნაძე ივან ურგანტის სკოლის სიყვარული იყო, მაგრამ მათ შეხვედრა 2007 წელს დაიწყეს მხოლოდ. ახალგაზრდებს სხვა ოჯახები ყავდათ. სტუდენტობისას ივანი კარინა ავდეევაზე დაქორწინდა, ნატალია კი ბიზნესმენ ვახტანგ ქუთალიას მეუღლე იყო, ვისგანაც მას შვილიც ყავს.
ურგანტი და კიკნაძე ორ ბავშვს ზრდიან – ერიკას და საერთო 7 წლის ნინას.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე პარლამენტში განხილვები იწყება
შემდეგი სტატია“სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელით, სახელმწიფო ახალგაზრდებს იყენებს, როგორც უფასო მუშახელს”