ივანიშვილს, არ მგონია რამე ბერკეტი ჰქონდეს-თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს შეხვდა და გარკვეული მითითებები მისცა.  როგორც თეა წულუკიანმა გადაცემა „პოლიტარტში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის თანამდებობის პირი და მას ვინმეზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია.  „ეს არის აბსურდი, რაზე უნდა ისაუბრონ მოსამართლეებმა და ბიძინა ივანიშვილმა? ივანიშვილს, არ მგონია რამე ბერკეტი ჰქონდეს. მას არ აქვს თანამდებობა. როდესაც არ გაქვს თანამდებობა, არა მგონია, რამე ბერკეტი გქონდეს. თვითონ კაბელების საქმეს რაც შეეხება, ეს უკვე მე მეხება. მართალი გითხრათ შეურაცხყოფილი ვარ,“- აცხადებს თეა წულუკიანი.  რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილსა და რამდენიმე მოსამართლეს შორის ფარული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოში შეიცვლება ე.წ. „კაბელების საქმეზე“ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში აღარ შევა ცვლილება, რომელიც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს.იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს შეხვდა და გარკვეული მითითებები მისცა.

„ეს არის აბსურდი, რაზე უნდა ისაუბრონ მოსამართლეებმა და ბიძინა ივანიშვილმა? ივანიშვილს, არ მგონია რამე ბერკეტი ჰქონდეს. მას არ აქვს თანამდებობა. როდესაც არ გაქვს თანამდებობა, არა მგონია, რამე ბერკეტი გქონდეს. თვითონ კაბელების საქმეს რაც შეეხება, ეს უკვე მე მეხება. მართალი გითხრათ შეურაცხყოფილი ვარ,“- აცხადებს თეა წულუკიანი.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილსა და რამდენიმე მოსამართლეს შორის ფარული შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოში შეიცვლება ე.წ. „კაბელების საქმეზე“ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში აღარ შევა ცვლილება, რომელიც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: დიქტატორები თავისით არ მიდიან