ივანიშვილმა საგანელიძეს დაშვებული შეცდომებისთვის შენიშვნა მისცა

ივანიშვილმა საგანელიძეს დაშვებული შეცდომებისთვის შენიშვნა მისცა

ივანიშვილმა საგანელიძეს დაშვებული შეცდომებისთვის შენიშვნა მისცაფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებსა და უმრავლესობის ლიდერს- დავით საგანელიძეს შორის დაპირისპირება კვლავ აქტუალურია. ფრაქციის რამოდენიმე წევრი კარგი ხანია საგანელიძის ერთპიროვნულ მმართველობაზე უკმაყოფილებას არ მალავს. უმრავლესობის ლიდერთან მკვეთრად დაპირისპირებული ზაქარია ქუცნაშვილი კვლავ მორატორიუმის პირობებშია. საგანელიძემ კი უკვე განაცხადა, რომ ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და პოლიტიკიდან მიდის. საგანელიძის საკითხთან დაკავშირებით საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილმა საგანელიძეს დაშვებული შეცდომებისთვის შენიშვნა მისცა. შეცდომაში კი იგულისხმება აჭარის პარლამენტის, თბილისის საკრებულოსა და სხვა რაიონული საკრებულოების სიების შედგენისას დაშვებული საკადრო შეცდომები. გაზეთის ინფორმაციით შეცდომების ჩამონათვალში არის ასევე ის, რომ პარტიის სხვადასხვა რაიონულ ორგანიზაციებში დაახლოებით 50 ხელმძღვანელი პირია აღმოჩენილი, რომლებიც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და წინა ხელისუფლების დროს სოდის და კუდის აგენტები იყვნენ. მთავარი სკანდალი გაზეთის ინფორმაციით კი შემდეგია: „ივანიშვილს „ხურდად“ საგანელიძისთვის კიდევ რამდენიმე პარტიული ლიდერის ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობის დამადასტურებელი სხვა და სხვა სახის მტკიცებულება დაუდია წინ, მათი ფარული შეხვედრების ვიდეო- აუდიო ჩანაწერები. მათ შორის უცხოეთში მათი ფარული შეხვედრის დამადასტურებელი ფაქტები. ასევე სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და სხვა სახის ინფორმაცია.“-წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაში„იმის მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, გადახდის სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება შევთავაზოთ“
შემდეგი სტატიაზემო და ქვემო ნიქოზს, ზემო ხვითსა და ერგნეთს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება