ივანიშვილი: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ინვესტიცია არ შემოვიდეს ქვეყანაში

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

Untitled_21ექსპრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” სურვილია, როგორმე ჩამოინგრეს და ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა და ხელი შეეშალოს ინვესტიციების შემოსვლას.
როგორც ივანიშვილმა გადაცემა “კვირის 20/30”-ში განაცხადა, ამის მიღწევას ყოფილი სახელისუფლებლო პარტია სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს.
“რატომ გაჩნდა საზოგადობაში შფოთვა და ბევრი ეთანხმება ოპოზიციას, რომ ხელისუფლება არის სუსტი და უუნარო, ეს იმიტომ, რომ მონაპოვრით, რაც საზოგადოებამ მიიღო, ისევ ყოფილი მთავრობა და ოპოზიციად შერაცხული “ნაციონალური მოძრაობა” სარგებლობს. ის ისევ განაგრძობს საკუთარ საზოგადოებაზე ძალადობას, რაც ამ შემთხვევაში, სიცრუით ხდება. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცრუით მოახერხონ და ქვეყნაში არ შემოვიდეს ინვესტიცია. პერმანენტულად იბრძვიან და ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, ჩამოიშალა ეკონომიკა, დაინგრა ქვეყანა. ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება. საუბრობენ იმის შესახებ, რომ კრიმინალი გაიზარდა და თუ კრიმინალის ზრდას დაასაბუთებენ, ესეც ინვესტორისთვის სახიფათოა. სურვილი აქვთ, როგორმე ჩამოინგრეს და ჩამოიშალოს ეკონომიკა”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანში ,,იმარატ კავკაზის,, ემირი მოკლეს…?
შემდეგი სტატიანატო მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად