“ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის, ვაზაგაშვილის სიკვდილზე პასუხი სწორედ მან უნდა აგოს”

“ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის, ვაზაგაშვილის სიკვდილზე პასუხი სწორედ მან უნდა აგოს,”- ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა სოფელ ყარაფილაში გააკეთა, სადაც ის იური ვაზაგაშვილის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდა.

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილის სიკვდილის გამო პასუხი ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობამ უნდა აგოს.

“შვილმოკლული მშობლები როცა სჭირდებოდათ ყველაფერს პირდებოდნენ, მერე დაივიწყეს და ახლა როცა ეს ადამიანი მოკლეს, ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის. მისი და მისი მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ისინი უნდა წავიდნენ, მთელი მთავრობა და არა ერთი მინისტრი. ეს იქნება ობიექტურობა და სამართლიანობა. ამ ხელისუფლებამ შვილების მკვლელობიდან საქმე მამების მკვლელობამდე მიიყვანა,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სითი პარკს” არასწორად პარკირებული მანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება, შესაძლოა შეეზღუდოს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაძაბულობა მატულობს-გაზრდილია შეტაკებებისას დაღუპულთა რიცხვიც