“ივანიშვილი არ ფლობს თანამდებობას, მაგრამ ყველაზე ძლევამოსილია საქართველოში”

"ივანიშვილი არ ფლობს თანამდებობას, მაგრამ ყველაზე ძლევამოსილია საქართველოში"ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში რუსეთზე მომზადებული ანგარიში სახელწოდებით “პუტინის სინდიკატი” განიხილეს. დოკუმენტი “რადიო თავისუფლების” პოლიტიკურმა მიმომხილველმა მოამზადა და მასში აქცენტი არაფორმალურ მმართველობაზე გაკეთდა. ანგარიშში საქართველოც მოხვდა.

შეხვედრის მომხსენებელმა, “რადიო თავისუფლების” რედაქტორმა, ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ბრაიან ვითმორმა ისაუბრა არაფორმალურ მმართველობაზე საქართველოში.

“გადაწყვეტილებების მიღება, როგორც ამას რუსეთში აკეთებენ, ბევრი რამით ჰგავს კრიმინალურ სინდიკატს. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ არა სახელმწიფო სათათბიროსა და კაბინეტში, არამედ არაფორმალურ სტრუქტურებში.

პუტინი ისტორიულად უსმენს 12 ადამიანს, ეს არის გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი ჯგუფი, რომელსაც ჩვენ “კოლექტიურ პუტინს” და “პუტინის პოლიტბიუროს” ვეძახით.

პუტინის ეპოქაში ელიტის კონტროლის მეთოდი ადგილობრივი პოლიტიკის იარაღია. ჯერ ხდი კორუმპირებულს და შემდეგ აკონტროლებ. მან ამ სისტემის ექსპორტირება მოახდინა თავდაპირველად პოსტ-საბჭოთა სივრცეში და შემდეგ დასავლეთში, უპირველესად კი ევროპაში.

ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ამის მაგალითია, ის იყო კორუმპირებული და მოსკოვიდან მართული.

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

მე ასევე დავასახელებდი საქართველოს დე-ფაქტო მმართველს, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არ ფლობს არანაირ თანამდებობას, თუმცა ეჭვი არავის ეპარება რომ ის არის ერთადერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი საქართველოში.

დასავლეთ ევროპაში გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერიც ამის მაგალითია, ასევე უნგრეთის პრემიერი-ვიქტორ ორბანი”, —განაცხადა ვითმორმა საკუთარ მოხსენებაში.

ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებით, რომელიც კარგად იცნობს კავკასიის რეგიონს, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. ვითმორი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად დასავლური ორიენტაციისაა და უახლოეს არჩევნებზე მათ შეუძლიათ აირჩიონ პრო-ევროპული პარტიები და შეცვალონ სიტუაცია

“პრესა.ჯი”

banner
წინა სტატიაშიკახა მამულაშვილი: ციხეში გატარებული პერიოდი კარგი ვერ იქნებოდა, თუმცა ნორმალური იყო
შემდეგი სტატიაპროკურორი: კახა მამულაშვილის გირაოთი გათავისუფლების მოტივი მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება გახდა