“ივანიშვილის სადღობელაშვილი ლეიბორისტების წინააღმდეგ გააქტიურდა”

ვანიშვილის სადღობელაშვილი ლეიბორისტების წინააღმდეგ გააქტიურდა

ვანიშვილის სადღობელაშვილი ლეიბორისტების წინააღმდეგ გააქტიურდა19 ივნისს, ბათუმში, ლეიბორისტების მშვიდობიან მიტინგზე „ახალი თაობის“ მიერ განხორციელებულ პროვოკაციასთან დაკავშირებით, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა.
„მთელმა საქართველომ ნახა, ბათუმში, 19 ივნისს ლეიბორისტული პარტიის მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან აქციაზე პროვოკაციის მიზნით, გამოგზავნილ იქნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ზონდერთა ჯგუფი „ახალი თაობის“ სახელწოდებით, რომელთა მიზანს წარმოადგენდა მომიტინგეებში არეულობის გამოწვევა, მათი დაშლა-დაპატიმრება“. – განაცხადა გიორგი გუგავამ.
ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს ამ ახალგაზრდებს, ნუ შეასრულებენ ხელისუფლების ბინძურ დავალებებს და ნუ ჩაყვებიან მათ პოლიტიკურ საფლავში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია იძულებული იქნება მიმართოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დააწესონ მათზე სავიზო სანქციები.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაუხანგრძლივა
შემდეგი სტატიადოიჩე ველე: მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო რუსეთის მოქალაქეების ყირიმში წასვლის რისკებზე საუბრობს