ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა – „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს

ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა - „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებსფარული რეიტინგები – „ოცნება“ 30%, „ნაციონალები“ 20%, ალასანია – 10%
ივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა – „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს

„ქართული ოცნება“ ზეიმობს. საქმე, მართლაც და, საზეიმოდ აქვს – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხელისუფლების ფავორიტი გახდა, თუმცა როგორც კულუარებში ამბობენ, ხელისუფლება მონოლითური არ არის და ლევან კობიაშვილი კახი კალაძის კადრია, რომელსაც მთელმა „ოცნებამ“ მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირა, რომ არჩევნები არველაძეს წაეგო. საერთოდ, „თაიმერის“ ინფორმრებული წყაროები აღნიშნავენ, რომ ენერგეტიკის მინისტრსა და, ამავე დროს, ვიცე-პრემიერ კალაძეს ბოლო დროს „წყალი შეუდგა“, თუმცა ამ თემას „თაიმერი“ სხვა დროს განავრცობს. ამჯერად კი, ფარულ რესპოდენტებზე დაყრდნობით, იმ რეიტინგის შესახებ გიამბობთ, რომელიც კულუარებში აქტიურად განიხილება.
„დასავლური ორგანიზაციები ადრე ასე არ იქცეოდნენ, ანუ მხედველობაში ის მაქვს, რომ სოციალური კვლევის წინასწარ შედეგებს არასოდეს ასაჯაროვებდნენ და პირდაპირ, ბოლო მონაცემებს აქვეყნებდნენ, მაგრამ ახლა, როგორც მე ვხვდები, ზონდირება მიდის“, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ფარული რესპოდენტი.
„თაიმერის“ კითხვაზე, რას ნიშნავს ზონდირება, წყარო განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამჯერად საზოგადოების კი არა, უფრო პოლიტიკური სპექტრის დატესტვას ახდენენ.
„რამდენიმე თვის წინ, როცა ოფიციალური რეიტინგები გამოქვეყნდა, სხვა სიტუაცია იყო და მას შემდეგ, ბევრი რამე მოხდა – გარდა იმისა, რომ ლარი გაუფასურდა, მედიაზე, განსაკუთრებით, ტელემედიაზე შეტევა განხორციელდა. ხელისუფლება კი ამბობს, რომ „იმედში“ და „რუსთავი 2“-ზე განვითარებულ მოვლენებთან შეხება არ აქვს, მაგრამ ეს ბელეტრისტიკაა, რადგან მშიერ ხალხს სანახაობა უნდა და ეს სანახაობა სახეზეა. ჰოდა, „ოცნების“ ფანებიც ხვდებიან, რომ ყველაფერი ის არ არის, როგორ დაპირებებსაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე მაშინდელი ოპოზიციონერები იძლეოდნენ. ამიტომ, ბიძინას პოლიტიკური ბანაკის რეიტინგი იმ რეიტინგებით, რომელიც წეღან ვახსენე, მაქსიმუმ, 30 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
როგორც მე მითხრეს, დასავლური ორგანიზაცების მიერ ჩატარებული სოციალური გამოკითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის გაზრდაზე არ მიანიშნებს, ანუ მიშას ხალხს სტაბლურად 18-20 პროცენტი აქვს.

alasani
მხარდამჭერთა რაოდენობა არც ირაკლი ალასაიას მომატებია, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ 10 პროცენტს მყარად ინარჩუნებენ.
გამოკითხვის ფარული შედეგები, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, სადღაც, ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში გასაჯაროვდება, არასახარბიელო ნინო ბურჯანაძისთვის იქნება.
კი ბატონო, ბურჯანაძემ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 10 პოცენტი კი აიღო, მაგრამ მაშინ ბურჯანაძის სეგმენტს სხვა ალტერნატივა არ ქონდა. ახლა კი, პოლიტიკაში „პატრიოტთა ალიანსი“ ძალიან გააქტიურდა. შესაბამისად, იმ ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც იმედის თვალით აქამდე ბურჯანაძეს უყურებდა, ახლა „პატრიოტებს“ უყურებს, შესაბამისად, ბურჯანაძე-„პატრიოტების“ რეიტინგი, როგორც გავიგე, სადღაც, 6-6 პროცენტის ფარგლებშია. ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან და თუ კარგად დავაკვირდებით, ეს ამ ორი პოლიტკური ძალის ლიდერების განცხადებებშიც იგრძნობა.

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"
ამავე გამოუქვეყნებელი რეიტინგით, საარჩევნო 5-პროცენტიანი ბარიერს უახლოვდება „ლეიბორისტული პარტია“, თუმცა ახლა, იმის თქმა, რომ შალვა ნათელაშვილი 2016 წელს ბარიერს უეჭველი გადალახავს, ძნელია. უფრო სწორად, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი პოლიტიკური ვითარებაც მომავალი წლის შემოდგომაზე იქნება.
ამ მონაცემებით, „ოცნება“ ახალ პარლამენტში უმრავლესობას კი შექმნის, მაგრამ ეს ისეთი უმრავლესობა არ იქნება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას შეძლებს. მთავრობა რომ დააკომპლექტოს, „ოცნებას“ მოკავშირეები დასჭირდება. ზოგი ამბობს, რომ ბურჯანაძე და „პატრიოტები“ უმრავლესობის მხარდამჭერები იქნებიან, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ „ოცნებას“ გარკვეული მიზეზების გამო, ეს კომბინაცია არ აწყობს. ერთ-ერთი მიზეზი საგარეო კურსია.
თუნდაც დროებითი ალიანსის შექმნა „თავისუფალ დემოკრატებთანაც“ არ გამოვა, „ნაციონალებზე“ ლაპარაკიც ხომ ზედმეტია, ანუ „ოცნება“ დილემის წინაშე დგას – 2016 წლის პარლამენტში ისეთი პოლიტკური ძალა უნდა შეიყვანოს, რომელიც ასე თუ ისე, რესპექტაბელური იქნება. ასეთი ძალა კი, ქართულ პოლიტიკაში არ არის. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, ასპარეზე სრულიად ახალი „სასტავი“ გამოვიდეს, რომელსაც ეროვნული „შლეიფი“ ექნება.
თუ ეს სცენარი ამუშავდა, მაშინ სიახლეებს, მინიმუმ, საახალწლოდ უნდა ველოდოთ,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ადამიანი, რომელიც კულუარებში, ასევე, პოლიტიკურ და პიარტექნოლოგიებში კარგად ერკვევა.
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაში“საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა Forbes-ზე პოზიცია დაკარგა