იერუსალიმში წითელ პარასკევს აღნიშნავენ

ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს – წითელ პარასკევს აღნიშნავენ იერუსალიმში. დილიდან მიმდინარეობს ტრადიციული მსვლელობა ვია დოლოროსას ქუჩაზე. სახარების თანახმად ამ დღეს მაცხოვარმა ჯვარცმამდე სწორედ ეს გზა გაიარა.

ვია დოლოროსას ქუჩაზე მონიშნულია 14 ადგილი, სადაც იესო ქრისტემ შეისვენა. ამ ადგილებზე მორწმუნეები მსვლელობის დროს სიმბოლურად ჩერდებიან და ლოცულობენ. ე.წ. გოლგოთას გზა მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.

საზეიმო ლიტურგიას ხვალ იერუსალიმის მართლმდიდებელი პატრიარქი სწორედ ამ ტაძარში გაუძღვება.

banner
წინა სტატიაშიშალვა აბულაძე დაკავებულია
შემდეგი სტატია„ბორჯომი პატარა ქალაქია და აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის“- რა ინფორმაციები ვრცელდება აბულაძის დაკავებაზე?