იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილს უგზავნის

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის. წერილში იენს სტოლტენბერგი საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე საუბრობს და ირაკლი ღარიბაშვილს “არაჩვეულებრივი სადილისა” და “მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის” მადლობას უხდის.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მოსაზრებების ურთიერთგაზიარების და იმ არაჩვეულებრივი სადილის გამო, რითაც თქვენ გამიმასპინძლდით ჩემი ბოლო ვიზიტის დროს.
მივესალმები თქვენი მთავრობის ურყევ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ფართომასშტაბიანი რეფორმების ჩატარებას. მადლობელი ვარ წელს მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მოწოდების გამო, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. მოკავშირეები და ნატო აგრძელებენ თქვენი მცდელობების მხარდაჭერას. ასევე, მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ერთად ჩაგვეტარებინა “ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის” ინაუგურაცია, როგორც მთავარი ელემენტი, შარშან, უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტისა.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თქვენი ხელმძღვანელობის დროს საქართველოს მიერ მიღწეული ყველა წარმატება და გისურვოთ წინსვლა მომავალ საქმიანობაშიც”, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

12036370_920337661390644_2482690660107324345_n

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩვენ დავიღუპებით როგორც გმირები
შემდეგი სტატიაპეტრე პოროშენკო: უკრაინული გენია ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიდა და აგრძელებს პლანეტის შეცვლას